შიდა ქართლში ძევერა–შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
იწმინდება დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან წყალგამანაწილებელი არხის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი.
შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს, ესენია: ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი.