ცენტრალური საარჩევნო კომისიიის ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა.

როგორც ცესკო-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია – 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევი – 20.04%.

ცესკო-ს ცნობით, რეგიონების მიხედვით ამომრჩევლის აქტივობა ასეთი იყო: აჭარა – 30.29%, თბილისი – 21.9%, იმერეთი -27.6%, კახეთი- 33.7%, მცხეთა-მთიანეთი – 32.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 28.6%, ქვემო ქართლი – 29.2%, შიდა ქართლი – 33.2%.

რაც შეეხება აქტივობას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 22.44% შეადგინა, ვაკეში – 21.68%, საბურთალო – 21.07%, ისანი – 21,55%, სამგორი – 22.77%,დიდუბე, ჩუღურეთი -25.02%, ნაძალადევი – 20.04%, გლდანი – 20.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – 33.72%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – 32.49%, რუსთავი, გარდაბანი – 29.23%, ხაშური, ხაშური -ქარელი – 33,21%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – 34.51%, ქუთაისი – 21.83%, ზუგდიდი – 28.58%, ბათუმი- 24.35%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო -39.29.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატან ყუთს, ისინი უბნებზე 21:00 საათისთვის დაბრუნდა.

Previous article„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ განცხადება
Next articleყველა უბნის დათვლის შედეგად ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მე-2 ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ