ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 44 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სრულად განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და ეკოლოგიის დაბინძურების რისკებს რეგიონში.

აღნიშნულ პროექტს აზიის განვითარების ბანკი 44 მილიონი ლარით აფინანსებს და მისი დასრულება მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.

Previous articleწყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
Next articleსიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს