აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 15-კოლომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია.