თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს.
მთაწმინდის საბაგირომ 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. საბაგიროს აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. აღნიშნული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები.
უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი მთაწმინდის საბაგიროს აღდგენის პროექტის განხორციელებისთვის შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, ხოლო უშუალოდ აღდგენას, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.
საბაგიროს ინფრასტრუქტურა იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი. მისი საშუალებით ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს.