ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქ. წყალტუბოში გადის და 9 აპრილის და დედა ენის ქუჩების მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე, ქ. წყალტუბოს შემოვლით გზად ითვლება.
არსებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.
პროექტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ცაუტარდება ხელოვნურ ნაგებობებს და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 899 900 ლარია. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.