საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს.
2019 წელს დასრულდა ქუთაისის რამდენიმე ქუჩის (გუგუნავა, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩების) რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ნიკეასა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გამზირის რეაბილიტაცია. 2020 წელს გაგრძელდება ასევე აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქ. ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.
ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.