2012 წლამდე, 8 წლის განმავლობაში აშენებული იყო 68 კმ გზა, ჩვენ მხოლოდ წელს, წლის ბოლომდე, მას შემდეგ რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსნით საერთაშორისო მაგისტრალებში 70 კმ. გზას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
„წელიწადში 2-ჯერ მეტ გზას ვაშენებთ, ერთ წელიწადში ჩვენ შევძელით იმავე რაოდენობის გზა გაგვეხსნა, რაც იყო გახსნილი წინა 8 წლის განმავლობაში. ეს არის ინტენსიური შრომის შედეგი. ამაში არ არის მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის შრომა, არამედ ძალიან კარგი პარტნიორობაა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს პარტნიორულ ორგანიზაციებთან და ყველა საერთაშორისო პროექტი ფინანსდება ძირითადად ჩვენი საერთაშორისო პარტნორების და ბანკების მიერ, რომელთა წესების პროცედურების მიხედვით ხდება როგორც შესყიდვების პროცედურების გამართვა, ასევე სამუშაო პროცესზე ზედამხედველობა და ასევე უკვე ამ სმუშაოების ჩაბარება, რაც განაპირობებს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმ საერთაშორისო ხარისხს, რომელიც ასეთი მაგისტრალების მიმართ მთელ მსოფლიოში არის დაყენებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.