ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები უკვე ახალი გზით ისარგებლებენ.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სოფლის დამაკავშირებელ 7 კმ-იან გზას. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.
აღნიშნულ გზაზე გზის დაზიანების შედეგად გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელდა, მისი ღირებულება 4 მილიონი ლარია.