კიდევ 140 დევნილი ოჯახი წყალტუბოში ახალაშენებულ კორპუსებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და ავტოსადგომი მოეწყო, გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, გარე განათება დამონტაჟდა და სანიაღვრე სისტემები გაიმართა. ორივე კორპუსს აქვს პანდუსები და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
წყალტუბოში დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინა, დამატებით, 420 ოჯახს გადაეცემა.