ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

„განათლების ქალაქი“ მოიცავს მათემატიკურ სკოლას, 100 ახალგაზრდაზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს და სხვ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათემატიკური სკოლის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.

მათემატიკური სკოლის შენობაში, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

Previous articleგურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
Next articleხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს