ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა.

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალ სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი სივრცე და გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები მოეწყობა, განთავსდება შესაბამისი ინვენტარი, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და დამონტაჟდება გარე განათება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.

Previous articleოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleატენში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო