ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარეობს სოფელ აბარის წყლის რეაბილიტაცია. შემსრულებელია შპს “ჯორჯიან პლასტიკი“. პროექტის ღირებულება 148 512 ლარს შეადგენს.
ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჟოშხაში წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეცვლის სამუშაოები.
შემსრულებელი შპს “ჯითი ჰოლდინგი”, პროექტის ღირებულება 248 737 ლარია.