რუსთავში ახლად რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული ქუჩა სადაც რამდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, სრულად რეაბილიტირებულია. არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა.

განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Previous articleსაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60 ავტომობილი გადაეცა
Next articleმიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს