თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა.

ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.

თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

Previous articleზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება
Next articleახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს