ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა კი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდისა და 4 ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა.

Previous articleსახელმწიფო, ოკუპირებულ ტერიტორიებთან სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს
Next articleსახელმწიფო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილ ოჯახს შეუსყიდის