გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Previous articleფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleთავდაცვის უწყებაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები ჩატარდა