2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება.

ახალი სტანდარტებით, ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის გაუყინავი საქონლის ხორცით მარაგდება.

ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

Previous articleსაქართველოში ცნობილი ბრიტანული ბრენდის “მარკ ენდ სპენსერის” ტანსაცმელი შეიკერება
Next articleჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომანქანა გადაეცა