მარტვილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის, ონოღიის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი.

სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს. პროექტის მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ასევე, ქალაქ მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 26 244 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „მათე 2019“ ასრულებს. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Previous articleთავდაცვის ძალები მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეც-ტექნიკით ისარგებლებს
Next articleქართული ჯარი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სპეც-ტექნიკით აღიჭურვება