რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა. ახალი გვირაბები სოფელ უბისასთან და განთიადთან გაიჭრა. მათი სიგრძე 346,5 მეტრი და 223 მეტრია.

პროექტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13-კილომეტრიანიიანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბზე და 39 ხიდზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გასულ თვეს, ხევის-უბისას მონაკვეთზე სოფელ ხევთან პირველი 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი.

შედეგად, რიკოთის საუღელტეხილო გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

Previous articleახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleთავდაცვის ძალები მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეც-ტექნიკით ისარგებლებს