სამგორის რაიონში სპორტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ვარკეთილის მეურნეობაში ჭიდაობის სპორტული ცენტრი, ლილოს დასახლებაში კი საცურაო აუზი შენდება.
ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა სართული პარკირებისთვის.
ვარკეთილის მეურნეობაში ჭიდაობის ცენტრი, ლილოს დასახლებაში კი, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე საცურაო აუზი აშენდება.