სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი.

30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.

Previous article2019 წელს საცხოვრებელი ფართი 2097-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო
Next articleსახელმწიფო, ოკუპირებულ ტერიტორიებთან სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს