გლდანის მერვე მიკრორაიონში N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება, დაახლოებით, 8 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიას, სადაც მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა.

პროექტის თანახმად, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება – დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს.

Previous articleMicrosoft Teams ქართულ ენაზე ითარგმნა
Next articleზუგდიდში თამარ მეფის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა