ჭიათურის მოსახლეობის 70% უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
ჭიათურაში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.
პროექტის შესაბამისად, აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარი, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი, რეაბილიტირდა არსებული სატუმბო სადგურები და რეზერვუარები.
სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებს.