პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული პაკეტები გადაეცათ.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.

ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს დათვისჯვარის უღელტეხილის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება, რის შემდეგაც ადგილობრივები საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური აქტივობა ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებს 1 თვის სასურსათო მარაგი გადაეცათ.

Previous articleშშმ პირებს არამალფუჭებადი პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ
Next articleმთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში უკვე საქართველოს 5 319 მოქალაქე დაბრუნდა