ტყიბულის წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა იწყება.

ქალაქში არსებული წყლის გამწმენდი ნაგებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. პროექტის დასრულების შემდეგ 10 000-მდე ადგილობრივს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

Previous articleStopCoV ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვის ინიციატივას სამთავრობო უწყებები, კერძო კომპანიები და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ
Next articleგურიაში მოძრავმა „სასურსათო მაღაზიებმა“ დაიწყო მუშაობა