ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მალე პირბადეები, რომელთა წარმოებაც საქართველოში 2 კვირის წინ დაიწყო, სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომ ფასად გამოჩნდება.
“პირბადეების წარმოების საკითხში, როდესაც ავაწყვეთ სტაბილურად ნედლეულის მოწოდების საკითხი, რაც მარტივი არ იყო, რადგან დოლბანდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ საქართველოში არ იწარმოება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, შემდეგი კვირიდან ეს პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს, ჩვეულებრივ გაყიდვაში.
წინასწარ მოგახსენებთ პირობებისა და ფასის შესახებ. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ ფასი იქნება ხელმისაწვდომი. რაოდენობას რაც შეეხება, შესაძლოა პირველ ეტაპზე სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, მაგრამ მიხარია, რომ სხვა საწარმოებიც ამუშავდა და ისინიც კერავენ პირბადეებს. ამის გარდა, იკერება ჩვენი დახმარებით სხვადასხვა სამედიცინო დამცავი საშუალებებიც,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.