პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დიპლომატიურ კორპუსს სამედიცინო ნიღბები გადაეცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამედიცინო დამცავი ნიღბები გადაეცათ.

დამცავი ნიღბები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოს და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს ნიღბების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის.

სამედიცინო დამცავი ნიღბები დამზადებულია საქართველოში, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

Previous articleშაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე პირები გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიიღებენ
Next articleჩხოროწყუში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო