გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იწყებს.
პროექტი მიზნად ისახავს: საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების განვითარებას.
პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.
აღნიშნული ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ არის მიმართული.