სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით კახეთის რეგიონში, ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური ჩირის საწარმო აშენდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს აღემატება. ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯეო-ორგანიკს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საგარეჯოში მდებარე 36 785კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა.
საწარმო წელიწადში მინიმუმ 120 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზარზე მოახდენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ ხილის ჩიპსის წარმოებასაც გეგმავს.