თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასი ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე.

დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, წლიური 2250 ლარის ოდენობით, ხოლო სემესტრული – 1125 ლარით.

Previous articleრეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა იგეგმება
Next articleთბილისის მეტროს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა