მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა.

ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით, ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

Previous articleრიკოთის 27კმ-იანი გზის მონაკვეთი გაიხსნა
Next articleსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება