ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი და ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო, ამოცნობის, მოსასვენებელი და სასადილო ოთახები, აგრეთვე, სპორტული დარბაზი. ოპერატიული, საგამოძიებო, საუბნო მიმართულებით მომუშავე და დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო სივრცეები.

ტაბახმელის პოლიციის სამმართველოში იმუშავებს კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი, რომლებიც ადმინისტრაციულად თბილისს შემოერთებული დასახლებების – წავკისის, შინდისისა და კოჯრის, ასევე, ოქროყანის მოსახლეობას მოემსახურებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.

 

Previous articleბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება
Next articleხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება