ხულოში, ქვემო ვაშლოვანში ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტის მშენებლობა დაიწყო.
თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი მოიცავს საცხოვრებელ კამპუსს, ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, სპორტულ დარბაზებს, მოედნებს.
საერთაშორისო უნივერსიტეტებთან შეთანხმების შედეგად, წარჩინებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ კვოტირების საფუძველზე ჩაირიცხონ წამყვან უნივერსიტეტებში.