ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში საჯარო სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტირდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

150 მოსწავლეზე გათვლილ შენობას აქვს სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

Previous articleგრიგოლეთში ახალი სასტუმრო – გრიგოლეთი რეზორტი გაიხსნა
Next articleოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, კომპანია „პლანტაციას“ ჩაის მიკრო საწარმო ფუნქციონირებს