ზესტაფონში იუსტიციის სახლი შენდება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 6 იუსტიციის სახლი აშენდება. დასკვნით ეტაპზეა ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობა, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. მშენებლობის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე გაეცნო.
ზესტაფონის იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით რიგით 28-ე ფილიალია. ახალ შენობაში მომსახურების დარბაზის გარდა თანამედროვე ინტერიერის მქონე საქორწინო-სარიტუალო სივრცეც მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.
2022-2023 წლებში 6 იუსტიციის სახლი აშენდება:
მშენებლობები მიმდინარეობს და წელსვე დასრულდება სუფსაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ზესტაფონში;
ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია თერჯოლასა და ახმეტაში. ამ ქალაქების მცხოვრებნი იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას 2023 წლიდან შეძლებენ;
მცხეთაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურსა და წალენჯიხაში მშენებლობების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.