ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 20 მილიონი ლარის ღირებულების სესხებია გაცემული.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.