განვადებით მშენებლობის პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების დაჩქარებულად განხორციელებაა გათვალისწინებული, რომელთა ჯამური მოცულობა 2 მილიარდი ლარია.

პროგრამის ფარგლებში მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი პროექტების საინვესტიციო ღირებულების ნახევარზე მეტი უკვე 2022-2023 წლებში განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. მთლიანობაში, პროგრამის შედეგად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ყოველწლიურად საშუალოდ 0.2 პროცენტული პუნქტის ოდენობით.
პროგრამის განხორციელების პერიოდში, 20 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
Previous articleსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში ახლად რეაბილიტირებული პარკი დათვალიერა
Next articleაშენდება პოლიციის ქალაქი