„საქსტატის“ 2022 წლის მარტის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკული მაჩვენებლებით, მარტში ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 26 პროცენტს გადააჭარბა.

ხოლო იანვარ-მარტის ექსპორტის ზრდა 43 პროცენტს გაუტოლდა და 1,172 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2021 წლის მარტშიც დაფიქსირდა და 30,5 პროცენტიანი ზრდა შეადგინა.
ექსპორტის ზრდის პარალელურად მარტში იმპორტი 15.6 პროცენტით გაიზარდა და 896 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები პოზიტიურად აისახება ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური დინამიკის გაგრძელებას.
Previous article2022 წელს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში 6801 სამედიცინო შემთხვევა 16 მილიონამდე ლარით დაფინანსდა
Next article„განახლებული რეგიონების“ I ფაზის სამუშაოები სრულდება