საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით საქართველოს მასშტაბით 15 ლოკაციაზე მდინარეების აუზების ნაპირსამაგრ ღონისძიებებსა და კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდ. ხოდაშენის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.
ხოდაშენის ხევი ღვარცოფული ხასიათისაა, კალაპოტის გადავსების შედეგად, მდინარე ავითარებს გვერდით ეროზიას, წყალდიდობის დროს ნაკადი გადადის მიმდებარე ტერიტორიაზე და აზიანებს მოსახლეობის სავარგულებს.
პროექტის შედეგად მოეწყობა ნაპირგასწვრივი გაბიონის კედელი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის რეგიონულ დირექტორთან მირიანა სპოლიარიჩთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიუტეტში მდინარე ხოდაშენის ხეობის ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე თელავისხევის ღვარცობდამჭერი ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგიზლე გაეცნენ.
სრულდება ქ. თელავის მიმდებარედ მდ. თელავის ხევის (ნატანდამჭერებთან) გაწმენდითი სამუშაოები.
ავარიული უბანი ქ.თელავის მიმდებარედ მდ.თელავისხევის ნატანდაჭერ ნაგებობებთან მდებარეობს, მდინარის კალაპოტში დაგროვილი დიდი მოცულობის მყარი მასალა წყალმოვარდნების პერიოდში, კალაპოტის მაღალი ქანობების პირობებში, ღვარცოფული ნაკადის სახით გადაადგილდება და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქ. თელავის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას.
პროექტის ფარგლებში აღნიშნული ნაგებობების რეაბილიტაცია და დაგროვილი ნატანებისგან გაწმენდა განხორციელდა.
მდინარის დამანგრეველი ღვარცოფული ნაკადისაგან დასაცავად გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში ქ.თელავის სამხრეთით მდინარე თელავისხევზე სპეციალური ნაგებობები აშენდა.