სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
სკოლების მშენებლობა დასრულდა ხულდარაში, შულავერში, ქუთლიარში, კასუმლოსა და ჯანდარში, სადაც მოსწავლეები უკვე ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლობენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 ახალი სკოლა შენდება, საიდანაც 5 დასრულებულია, 3 კი დასრულების ეტაპზეა.