ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში, საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ კორბოულში და სოფელ მერჯევში 50 ბავშვზე გათვლილი 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
აღნიშნულ სოფლებში ბაღები არ არსებობდა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარული ბავშვებისთვის შეუძლებელი იყო.
პროექტის მიხედვით მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები.
ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
პროექტის შედეგად, ბავშვები სკოლამდელი განათლების მიღებას ახლადაშენებულ, კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ.
პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, მათი ღირებულება 2.2 მილიონ ლარს აღემატება.