დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციისგან საჩუქრად კორონავირუსის დასადგენად საჭირო 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს მზად იქნება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტები, რომელიც პასუხს 1 საათში იძლევა და ქვეყნის მასშტაბით ასეთი ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი გვაქვს.
„დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის ბოლოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტ-სისტემები დამზადდება, რომელიც ჩვენთან ტუბერკულოზზე და შიდსზე მუშაობს. ეს არის ძალიან ადვილი სახმარი კარტრიჯები, რომელიც 1 საათში გვაძლევს პასუხს. ჩვენ გვიდგას ამ ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი ქვეყანაში და ეს აპარატები დეცენტრალიზებულია ყველა რეგიონში. ასევე ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს საჩუქრად დაახლოებით 1000 ტესტზე, გუშინ მივიღე ეს წერილი. თუმცა, მათგან არც ერთი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად”, -აცხადებს ამირან გამყრელიძემ.