გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა.
1 მაისიდან, კვირაში ორი სიხშირით ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება.
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.