დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
დღეის მდგომარეობით, ბულაჩაურში არსებული ამორტიზებული სისტემისა და დებიტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი, შედეგად, ბულაჩაურში მცხოვრები 3000-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.