მარტვილის 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანია “COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia”-ს წარმომადგენელმა, ირმა რატიანმა მოაწერეს
დღეის მდგომარეობით, ქალაქის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, თუმცა, ზაფხულის პერიოდში მკვეთრად იკლებს წყლის დებიტი და მოსახლეობა წყლით დღე-გამოშვებით მარაგდება, რაც შეეხება ქალაქში არსებული წყალარინების სისტემას, სრულად ამორტიზებულია
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობები, წყალსადენის ქსელი, სატუმბი სადგური, რეზერვუარები და წყლის გამწმენდი ნაგებობა, აშენდება წყალარინების ახალი სისტემა, მოეწყობა სატუმბი სადგურები და კოლექტორები
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სისტემების მშენებლობა 30 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 30 მილიონ ლარამდე მოხმარდება
წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წლის დასაწყისში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს
ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს
აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, მარტვილის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე ქსელითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს
აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, მარტვილის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე ქსელითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს