განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
 
მიმდინარეობს: ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ფოთში აღმაშენებლის ქუჩის, ხოლო სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სკვერის და რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაცია
 
განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია
 
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
 
პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს
 
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

შეიძლება იყოს ცა-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს ბუნება, ბალახი და ხე-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს 3 ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს 4 ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს ხე და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი, გზატკეცილი და პალმები-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს 5 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს ცა-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს პალმები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს გზატკეცილი-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს ცა-(ი)ს გამოსახულება

Previous articleსასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამაში ტექნიკის თანადაფინასების მოთხოვნით განაცხადების მიღება განახლდა
Next articleბოლო 4 თვეში საქართველოდან 2982 ტონა ვაშლისა და 14 600 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა