ახალციხეში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება
 
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელს მოემსახურება.
 
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
 
პროექტი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2022 წლის იანვარში დასრულდება.
 
შენობა ადაპტირებული ქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
 
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი ფინანსური მხარდაჭეით ახორციელებს, მისი ღირებულება 2.6 მილიონი ლარია.
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 55 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

Previous article28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა
Next articleსასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამაში ტექნიკის თანადაფინასების მოთხოვნით განაცხადების მიღება განახლდა