პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და მთავრობა ვალდებულია, ამაზე დროული რეაგირება მოახდინოს.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე წლებია, ასე განვითარდა აღნიშნული პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას მთავრობის მხრიდან. როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, საქართველომ ევროპული ქვეყნების მაგალითი უნდა გაიზიაროს და აღნიშნული საკითხი დაარეგულიროს, რადგან ის ძალიან აწუხებს მოსახლეობას. პრემიერის თქმით, მსჯელობა ამავე ფორმატში უნდა გაგრძელდეს და მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

Previous articleახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნის მიზნით საინვესტიციო პროექტები მომზადდა
Next articleსაგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს