ქალაქ ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 4 300 000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გაზონები, ტროტუარები, გარე განათებები, სანიაღვრე სისტემა, გამწვანდება ტერიტორიის ნაწილი და გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით.
სამუშაოებს ამხანაგობა “როიალბილდი” ახორციელებს და მისი დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.